Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  52-ე  მუხლის   პირველი  და  მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2  ნაწილების,  56-ე  მუხლის   მე-2  და  მე-3  ნაწილების,  57-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 28 იანვრის MES 6 25 0000073257 ბრძანების და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2025 წლის 23 სექტემბრის MES 5 25 0001206013წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.მიეცეთ     ჩარიცხვის  უფლება  სსიპ   – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სკოლისშემდგომი განათლებისთვის  მომზადების“ პროგრამით განსაზღვრულ პირებს N1 დანართის შესაბამისად;
2.განისაზღვროს    დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2-7 ოქტომბერი;
3.განისაზღვროს    წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)სრული ზოგადი   განათლების  დამადასტურებელი    დოკუმენტის  (ატესტატი) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
4.ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.დაევალოს   კანცელარიას,  ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის   ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6.ბრძანება    ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია